ჩვენ შესახებ

ნდობა, რომელიც გზიდან იწყება და მიზანთან სრულდება
სახმელეთო გადაზიდვები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ლოგისტიკურ ინდუსტრიაში, რადგან იგი უზრუნველყოფს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის უწყვეტ და ეფექტიან მუშაობას. სწორი და დროული მიწოდება, რომელიც ორგანიზებულია და კონტროლდება სანდო და გამოცდილი გუნდის მიერ, უზრუნველყოფს, რომ ტვირთი დროულად, უსაფრთხოდ და ზუსტად მიაღწევს დანიშნულ ადგილზე.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ტვირთების გადატანას ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზით, რომელიც იქნება სრულად მორგებული თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგ უპირატესობას:

 


  1.დაზღვევა და უსაფრთხოება – ტვირთის დაცვა ნებისმიერი სახის ზიანისგან, როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური. ჩვენ ვმუშაობთ თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით და ვზრუნავთ თქვენს ტვირთზე ისევე, როგორც საკუთარზე.


  2.პერიოდული კონტროლი – ჩვენ გთავაზობთ მუდმივ მონიტორინგს, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ ინფორმაციას თქვენი ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ, რაც უზრუნველყოფს არაპროგნოზირებადი სიტუაციების სწრაფი გამოსწორების შესაძლებლობას.


  3.პროფესიონალიზმი და გამოცდილი გუნდი – ჩვენი გუნდი შედგება კომპეტენტური და გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებსაც აქვთ ყოველი პროცედურის სრულყოფილი გაგება და ცოდნა. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სერვისის მაღალ ხარისხს,სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების დაკმაყოფილება და მათ მოთხოვნებზე ზუსტი რეაგირება. ჩვენი მიზანია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თქვენი ტვირთის დროული და უსაფრთხო გადაზიდვა, ოპტიმალური გზით, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.